Saturday, December 8, 2012

დადიანების სასახლე სალხინოში


როექტის სახელწოდება
დადიანების სასახლე სალხინოში, რუსულენოვანი ბუკლეტების დამზადება ტურისტებისათვის.
პროექტის მთავარი იდეა
ინფორმაციის მოძიება  დადიანების სასახლის და ცხოვრების შესახებ
 პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია იმით, რომ:
მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას
ინფორმაციის დახარისხებას
პრეზენტაციების შექმნა მოწყობას
ინფორმაციის  ინტერნეტში განთავსებას
ბავშვები გამოიყენებენ და გაიღრმავებენ რუსული ენის ცოდნას და ტერმინებს სწავლის პროცესში
         
 პროექტის მიზნები
პროექტის მიზანია მოსწავლეები დაეუფლონ ახალ ცოდნას  დადიანების ცხოვრების შესახებ, მოიძიონ მასალები მის ისტორიაზე, გაეცნონ იმ ეპოქას როცა აშენდა ეს სასახლე, შეისწავლონ ახალი რუსული ტერმინები რომლებიც აუცილებელია ტურისტებთან ურთიერთობისათვის.
 მონაწილეთა ასაკი
13 წელი, VII კლასი

ვადები, ხანგრძლივობა
15 დღე

მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეეები უკეთ გაეცნობიან იმ წინაპირობებს, რამაც განაპირობა  სასახლის აშენება
მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, ანალიზის გაკეთების, დასკვნების გამოტანის, ტექნოლოგიებთან ურთიერთობის, კომუნიკაციის უნარჩვევები ეროვნული გეგმის შესაბამისად, აგრეთვე უცხოელებთან დამოკიდბულების უნარჩვევები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი, 7-ე საუკუნის და  თანამედროვე საქართველოს რუკა, ელექტრონული ბიბლიოთეკა, რუსულ ქართული სასაუბრო ლექსიკონები.  
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
1.      მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა და დავალებების მიცემა თითოეული ჯგუფისათვის: I ჯგუფი: ინფორმაციის მოძიება დადიანების სასახლის  შესახებ სახელმძღვანელოსა და ინტერნეტის საშუალებით, II ჯგუფი: ინფორმაციის მოპოვება  ტაძრის თქმულებების შესახებ ინტერნეტისა და სახელმძღვანელოს საშუალებით
2.      საპრეზენტაციო თემა: დადიანები და მათი მოღვაწეობა.
3.      ჯგუფები ქმნიან სოფელ სალხინოს შემოგარენის ტოპოგრაფიულ რუკას google earth საშუალებით.
4.      დისკუსია: პარალელის გავლება VII საუკუნისა და თანამედროვე საქართველოს რუკებს შორის.
6.      ექსკურსია დადიანების სასახლეში, უცხოელებთან ერთად.

საგანთან, საგნობრივ ჯგუფთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორია, ქართული, გეოგრაფია,რუსული, ხელოვნება, ისტ.

პროექტის ხელმძღვანელი:    თეონა აფხაზავა
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა :  teonaafkhazava@gmail.com